English Georgian
 

სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი ხორციელდება. "ფარავანჰესის" მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ჰესის სიმძლავრე 85 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება 425 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.

ჰიდროელექტროსადგურზე სამუშაოები თურქულმა კომპანიამ -”ჯორჯიან ურბან ენერჯიმ” - 2009 წლის ბოლოს დაიწყო . სპეცილისტების გათვლებით, 2013 წლიდან ის ექსპლოატაციაში შევა. "ფარავანჰესის" მშენებლობა დღეს პრეზიდენტმა დაათვალიერა.

ჰესის მშენებლობაში 125 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა ჩადებული. ჰესთან ერთად, შენდება 14-კილომეტრიანი გვირაბიც, წყალს დაუშვებენ. არ არის გამორიცხული, გამომუშავებული ელექტროენერგია საექსპორტოდ გავიდეს.

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება "ფარავანჰესიის" გარდა, 43-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ”მტკვარჰესის” მშენებლობაზეც მოხდება. 20 პროექტს ქართული კომპანია "კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" ახორციელებს. ”მტკვარჰესის” საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია.

"მტკვარჰისის" პარალელურად, მიმდინარეობს წყლის გათანაბრების რეზერვუარისა და 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა.

მსგავსი მასშტაბური სამუშაოები ჰესებზე საქართველოში ბოლო წლების მანზილზე არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე ერთდროულად 6 ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას და ინვესტორების მოზიდვას უწყობს ხელს. დაგეგმილია, რომ სამუშაოები წლის ბოლოსთვის კიდევ დამატებით 4 ჰესზე დაიწყება.

სამცხე-ჯავახეთში 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზებიც კეთდება, რომელიც საქართველოში წარმოებულ ელექტროენერგიას ექსპორტზე გაიტანს.

ყველა პროექტი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს, 2015 წლისთვის სრულად დასრულდება.

 
NRGY (ლარი) 0.8500

 
Copyright © 2008. კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა
Web Development by Tea Kharitonashvili