English Georgian
 
06.11.2009

``მტკვარი ჰესის" მშენებლობა 6 ნოემბერს, "ფარავანჰესის" კი დეკემბერში დაიწყება, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა 22 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ჰესების საკითხით პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაინტერესდა.

როგორც ხეთაგურმა განმარტა, "მტკვარი ჰესი" 41-მეგავატიანი იქნება და ის შესაბამისად მდინარე მტკვარზე აშენდება.

"ფარავანჰესის, რომელიც ახალციხეში უნდა აშენდეს, სიმძლავრე 78 მეგავატი იქნება. ორივე ჰესის მშენებლობა 3-4 წელიწადში დასრულდება",  განმარტა გილაურმა.

 
NRGY (ლარი) 0.8500

 
Copyright © 2008. კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა
Web Development by Tea Kharitonashvili