English Georgian
 
07.10.11

"კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩამ“ სადაწნევო გვირაბის მშენებლობის პირველი ეტაპი დაასრულა

"კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩამ" სადაწნევო გვირაბის მშენებლობის პირველი ეტაპი დაასრულა. გვირაბგამყვანი DOSCO MK4, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა 463 მეტრიანი სადაწნევო გვირაბის მოსამზადებელი და 53 მეტრიანი საექსპლუატაციო შტოლნის გათხრითი სამუშაოები, გასხვისებული იქნა სხვა ქართულ სამშენებლო კომპანიაზე.

კომპანიის ინფორმაციით, სადაწნევო გვირაბის გათხრა განახლდება მომავალ წელს კომპანია „ჰერენკნეხტის" გვირაბგამყვანი მანქანის (TBM) მეშვეობით. ამჟამად დასასრულს უახლოვდება TBM-ის ჩამოტანისთვის დარჩენილი აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები. მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში უკვე დასრულდა სეგმენტების ქარხნის და TBM-ის ასაწყობი მოედნის მშენებლობა.

"კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩაში (CEI) აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ამწეების და კონვეიერის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები. TBM-ის ჩამოტანა მტკვარი ჰესის სამშენებლო მოედანზე იგეგმება დეკემბრისთვის, რის შემდეგაც ორი თვის ვადაში მოხდება მისი აწყობა.

„მოხარულნი ვართ, რომ გვირაბგამყვანი DOSCO MK4 ქართულმა სამშენებლო კომპანიამ შეისყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მაღალტექნოლოგიური მანქანა საქართველოში დარჩება და მოხმარდება ქვეყანაში განსახორციელებელ
პროექტებს. სადაწნევო გვირაბის ძირითადი 9.4 კმ-იანი ნაწილის გაყვანა განხორციელდება „ჰერენკნეხტის" - სექტორში ლიდერი გერმანური კომპანიის, მიერ წარმოებული ორფარიანი გვირაბგამყვანი მანქანის მიერ. მანქანის ოპერირებასა და სამუშაოების წარმოებას ზედამხედველობას გაუწევს „ჰერენკნეხტის" პროფესიონალი ინჟინერთა გუნდი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სამუშაოები შესრულდება დაგეგმილ ვადებში და რაც მთავარია მაღალი ხარისხით", განაცხადა CEI-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა" (CEI) წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელიც შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. წესდების მიხედვით CEI-ს შეუძლია განახორციელოს ინვესტირება ტრანსკავკასიურ კომპანიებში, რომელთა საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის წარმოება. ამჟამად, CEI აშენებს ახალციხის რაიონში, მდინარე მტკვარზე (თურქეთის საზღვართან) 48 მვ სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურს.
 
NRGY (ლარი) 0.8500

 
Copyright © 2008. კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა
Web Development by Tea Kharitonashvili