English Georgian
სს "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა" "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა" ("CEI" ან "კომპანია") წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელიც შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. CEI ახორციელებს ინვესტირებას ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ კომპანიებში, რომელთა საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა და დისტრიბუცია; ასევე ნავთობის და ნავთობპროდუქტების მოპოვება, დისტრიბუცია და რეალიზაცია. CEI-ის საქმიანობის სფეროში აგრეთვე შედის წყალმომარაგება, სასაწყობო მეურნეობა და ლოგისტიკა, ფასიანი საგზაო ინფრასტრუქტურა (გზატკეცილები), ნარჩენების მენეჯმენტი და გადამუშავება, და ნახშირბადის გამონაბოლქვით ვაჭრობასთან დაკავშირებული საქმიანობა. ამჟამად, კომპანია წარმოადგენს ერთადერთ საინვესტიციო ინსტრუმენტს, რომელიც დაშვებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ და რომელიც სთავაზობს ინვესტორებს კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების ფართო სპექტრს. CEI-ს მენენჯმენტს ახორციელებს ფინანსური ოპერაციებისა და ენერგეტიკის სფეროებში გამოცდილი პროფესიონალთა გუნდი. CEI-ს აქციების ძირითად ბაზარს წარმოადგენს საქართველოს საფონდო ბირჟა, სადაც კომპანიის ფასიანი ქაღალდები ივაჭრება სავაჭრო კოდით NRGY. 2008 წლის მარტში CEI-მ გამოუშვა თავისი პირველი გლობალური დეპოზიტარული ხელწერილები (გდხ) Euroclear სისტემაში (1 გდხ უდრის 10 ჩვეულებრივ აქციას). Bloomberg-ის მიერ კომპანიისთვის მინიჭებული სავაჭრო კოდია 2728484Z LI.
 
NRGY (ლარი) 0.8500

 
Copyright © 2008. კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა
Web Development by Tea Kharitonashvili