English Georgian

კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა (CEI) წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელიც შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. წესდების მიხედვით CEI–ს შეუძლია განახორციელოს ინვესტირება ტრანსკავკასიურ კომპანიებნში, რომელთა საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს  ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის წარმოება.

 

2008 წლის თებერვალში, CEI–მ აქციების პირველადი საჯარო განთავსების გზით მოიზიდა 50 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც შეადგენს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5%–ს და წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ საჯარო განთავსებას (IPO).

 

2009 წლის მესამე კვარტალში, CEI–მ მოიპოვა ახალციხის რაიონში, მდინარე მტკვარზე (თურქეთის საზღვართან), 48 მვ სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგური „მტკვარის“ მშენებლობის და ოპერირების ლიცენზია. ჰიდროელექტროსადგური   „მტკვარის“ პროექტის განხორციელების მიზნით, CEI–მ დაარსა შპს „მტკვარი ჰესი“. პროექტის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა 2009–2014 წლებში, ხოლო 2014 წლის მეორე კვარტალში, CEI–მ „მტკვარის“ პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდს მიყიდა.

 

CEI–ი წარმოადგენს ერთადერთ კომპანიას საქართველოს საფონდო ბირჟაზე რომლის მეშვეობითაც ინვესტორებს შეუძლიათ დააბანდონ კაპიტალი საქართელოს ენერგეტიკის სფეროში. საქართველოს საფონდო ბირჟაზე, CEI–ის აქციებით ვაჭრობა ხორციელდება ტიკერით NRGY. 2008 წლის მარტში, CEI–მ დანიშნა Bank of New York Mellon კომპანიის გლობალური სადეპოზიტარო ხელწერილების (GDR) პროგრამის სადეპოზიტარო ბანკად. ერთი GDR უდრის ათ ლოკალურ აქციას.  


 
NRGY (ლარი) 0.8500

 
Copyright © 2008. კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა
Web Development by Tea Kharitonashvili