English Georgian

საქართველო, თავისი მთებითა და წყალუხვი, სწრაფი მდინარეებით, წარმოადგენს ერთერთ უდიდეს ჰიდროენერგო პოტენციალის მქონე ქვეყანას მსოფლოში. დღეისათვის, საქართველოს ჰიდრო პოტენციალის მხოლოდ 26% არის ათვისებული მაშინ როცა იზრდება სასაქონლო ფასები და რეგიონი განიცდის ენერგო დეფიციტს. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ჰიდროენერგო სექტორის განვითარება და   ქვეყნის გადაქცევა რეგიონში მთავარ ელექტრო ენერგეტიკის მიმწოდებლად. საქართველო–თურქეთის 500 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, KfW –ის და EBRD –ის მიერ, 2013 წლის ბოლოს დასრულდა . ზემოაღნიშნული ხაზი აკავშირებს საქართველოს თურქეთთან, რომელიც ელექტრო ენერგიის მოხმარების ზრდის მიხედვით წარმოადგენს მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფ ქვეყანას.

 

CEI –ს სტრატეგიაა განახორციელოს ინვესტიციები მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტრო სადგურებში. კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიას კი წარმოადგენს მცირე და საშუალო ზომის 5-6 ჰიდროელექტრო სადგურის აშენება შემდეგ ათ წლეულში, რომელთა საერთო სიმძლავრე შეადგენს 100-200 მეგავატს.

 

 
NRGY (ლარი) 0.8500

 
Copyright © 2008. კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა
Web Development by Tea Kharitonashvili